თეგი: იციკ მოშე

იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო

საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო.  დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, ის მედიასთან საუბრობს და ქართულ სპეცსამსახურებს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია „ისრაელის დროით რვა საათზე გამოაცხადეს, რომ ლაპარაკია ჩემზე. რთული ოპერაცია იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი ტურისტია საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, ყველას შეუძლია, რომ შემოვიდეს ტურისტად თუ სამუშაოდ და ამ პირობებში, როდესაც ასეთი ჯგუფი არის დაკავებული საქართველოს მხრიდან, პირველ ეტაპზე ხაზს უსვამს საქართველოში [სპეცსამსახურების] პროფესიონალიზმს. ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის ანტისემიტიზმის მხრივ არის უდიდესი ზრდა. თითქმის 50%-ზე უფრო მეტი ზრდა არის მსოფლიოში და იყო ასეთი ადამიანის, ან ებრაელის ან ისრაელელის მტერი, დღევანდელ დღეს ამას არ სჭირდება ძალიან ბევრი მიზეზი. ჩვენ ვიმყოფებით ომში. როდესაც იბადები როგორც ებრაელი და ისრაელელი, ყოველთვის უნდა მუშაობდე შენი ქვეყნის, შენი თავის დასაცავად და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა მოშემ. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა გამოავლინა და აღკვეთა.  

The Washington Post: ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობას ერთი დამკვეთი ჰყავს

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post-მა ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშესთან დაკავშირებული გეგმაც, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს.  The Washington Post-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა იგივე პირს სურდა, რომელმაც აშშ-ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.  ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრს, შაჰრამ პურსაფის. აშშ-ს ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც $300 000-ის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. ბრალდება პურსაფის შესახებ ცნობილი 2022 წლის აგვისტოში გახდა. აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია IRGC-ის ელიტური ჯგუფის, ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკის მიერ მკვლელობაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. პურსაფი FBI-ის ძებნილთა სიაშია.  62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.